არგიშტი I მენუას ძე

არგიშტი I, ურარტუს მეფე (ძვ. წ. 786–764), მენუას ძე.

მის დროს ურარტუ წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა. დიდი წარმატებები მოიპოვა ა. I-მა ასურეთთან ბრძოლაში, აგრეთვე ჩრდ. სირიის, ურმიისპირა რ-ნისა და სამხრ. კავკ. დასაუფლებლად გამართულ ომებში. ა. I-ის დროს სამხრ. კავკასიაში, არარატის ველზე, ააგეს დიდი ურარტული ციხე-ქ-ები ერებუნი (ახლანდ. არინ-ბერდი) და არგიშთიხინილი. ა. I-ის დროს დაიწყო სევანისპირა რ-ნების დაპყრობა. ჩვენამდე მოაღწია ა. I-ის სახელით შედგენილმა მრავალმა ურარტულმა წერილობითმა ძეგლმა, მ. შ. ვანის კლდეზე ამოკვეთილმა მატიანის მსგავსმა წარწერამ.

ლიტ.: მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი  გ., ურარტუ. ნარკვევი ქართველი ხალხის წინაპრების ისტორიიდან, თბ., 1951; მისივე, Древневосточные материалы по истории народов Закавказья, ч. 1 – Наири-Урарту, Тб., 1954; მისივე, Урартские клинообразные надписи, М., 1960; Пиотровский Б. Б., Ванское царство (Урарту), М., 1959.

გ. მელიქიშვილი