„არგო“

"არგო", არყის მწარმოებელი ამხანაგობა თბილისში. დაარსდა 1907 ა. სოგომონოვის სარექტიფიკაციო ქ-ნის ბაზაზე. გამგეობის თავ-რე იყო გაზაევი, ხოლო რექტიფიკატორი – საველიევი. საარყე ნედლეულად იყენებდნენ ყურძნის ჭაჭასა და თუთას. 1911 აწარმოეს 3507031 გრადუსი (406094 მან.) სპირტი. ძირითადი კაპიტალი უდრიდა 100 ათ. მანეთს (1913). „ა-მ“ არსებობა შეწყვიტა I მსოფლიო ომის (1914–18) პერიოდში.

ა. სტეფანიშვილი