არგუნ-კონოშოკი ანა ბიდოს ასული

არგუნ-კონოშოკი ანა ბიდოს ასული (21. III. 1914, სოფ. ყულანურხვა, ახლანდ. გუდაუთის რ-ნი, – 28. XII. 1980, სოხუმი), აფხაზი მსახიობი. საქართვ. (1958) და აფხ. (1971) სახ. არტისტი.

1934 დაამთავრა სოხუმის აფხ. თეატრ. სტუდია ვ. დომოგაროვის ხელმძღვანელობით. 1931-იდან იყო სოხუმის ს. ჭანბას სახ. აფხ. დრამ. თეატრის მსახიობი. ერთნაირი წარმატებით ასახიერებდა ლირ., დრამ. და სახასიათო-კომედიურ როლებს. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, უშუალობით. ა.-კ-მა წარმატებით განასახიერა როლები: გუნდა (შ. ფაჩალიას „გუნდა“), გულჩორა (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ-ალან“), საიდა (გ. გულიას „შავი სტუმრები“), ნადეჟდა (მ. გორკის „უკანასკნელნი“), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის „რევიზორი“), დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო“), ანჟელიკა (მოლიერის „ჟორჟ დანდენი“), გაიანე (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ოქსანა (ა. კორნეიჩუკის „ესკადრის დაღუპვა“) და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

შ. ცუცქირიძე