არდისუბანი

არდისუბანი, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ჯორჯიაშვილის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), ქვემო ქართლის ბარის ჩრდ.-დას. ნაწილში, მდ. ბოგვისხევის (ალგეთის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 780 მ, თეთრი წყაროდან 19 კმ. 138 მცხ. (2014).

სოფლის მიდამოებში შუა საუკ. მრავალი ძეგლია: სოფლის დას-ით ბორცვზე დგას ქვაჯვარი კაცის თავის გამოსახულებით. სოფლის ჩრდ-ით, 1,5 კმ-ზე ნასოფლარია – ძვ. ბოგვი.