არდიშვილი ალექსი ალექსის ძე

არდიშვილი ალექსი ალექსის ძე [21. II (5. III). 1916, ოდესა,–16. V. 1992, თბილისი], სამთო ინჟინერი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1964).

1941 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1947 – 63 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. სხვადასხვა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. მისი რამდენიმე სამეცნ. შრომის შედეგი დაინერგა საქართვ. სამთამანდო მრეწვ. საწარმოებში. 1963 – 66 იყო საქართვ. მეცნ. აკად. გამოყენებითი მექან. და მართვის პროცესების განყ-ბის სწავლული მდივანი.

1966 ქართ. ენციკლოპედიის მთავარი სამეცნ. რედაქციის დაარსებისთანავე სათავეში ჩაუდგა ქართ. ენციკლოპედიის ტექ. სამეცნ. რედაქციას. მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ქსე-ის მრავალტომეულის მომზადებასა და გამოცემაში.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.

თ. არსენიძე