ავალიანი ლევან ვასილის ძე (15. XII. 1917, ზესტაფონი, – 10. I. 1996, თბილისი), ბავშვთა ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1973), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983).
1940 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1941–44 მუშაობდა თბილ რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგ. განყ-ბაში, 1944–63 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ბავშვთა ქირურგ. და ორთოპედიის კათედრაზე, 1963-იდან კათედრის გამგეა, ერთდროულად, 1959–72 – ამავე ინ-ტის პედიატრიული ფაკ-ტის დეკანი; 1966-იდან – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ბავშვთა ქირურგი და ბავშვთა ქირურგ. რესპ. ცენტრის ხელმძღვანელი.
1967-იდან განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტში ჩამოყალიბებულ ბავშვთა ქირურგ. კურსს. იყო ქირურგთა რესპ. სამეცნ. საზ-ბის ბავშვთა ქირურგ. სექციის თავ-რე. ა. შეისწავლიდა ბავშვთა ჩირქოვან დაავადებებს, მუცლის ღრუს მწვავე ქირურგ. დაავადებებს და სხვ.
თხზ.: მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობა, თბ., 1965 (თანაავტ. გ. ჟვანია); აპენდიციტი ბავშვთა ასაკში, თბ., 1974 (თანაავტ.: ს. ჩხარტიშვილი, პ. შოთაძე); მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი ბავშვებში, თბ., 1986 (თანაავტ.: რ. კუტუბიძე, თ. გაჩეჩილაძე).