ავალიშვილი ბიძინა გიორგის ძე (30. VIII. 1922, თბილისი, – 5. XII. 2002, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. სახ. მხატვარი (1986).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1947, ი. ნიკოლაძის კლასი). ა-მა შექმნა ქართ. კულტ. მოღვაწეთა, უმეტესად მწერალთა შთამბეჭდავი პორტრეტები. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მასალის ფაქტურის კარგი გრძნობა, რომანტ. განწყობილება. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ხე სკულპტურული პორტრეტისათვის.
მთავარი ნამუშევრები: ა. ყაზბეგის (1947, ხე, ყაზბეგი), ვაჟა-ფშაველას (1948, ქვა, დუშეთი; 1955, ხე, ქართ. ლიტ-რის მუზეუმი, თბილისი; 1987, ბრინჯაო, ჩარგალი), გ. ტაბიძის (1953, ხე, ქართ. ლიტ-რის მუზეუმი; 1968, ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი; 1982, ბრინჯაო, სოფ. ჭყვიში), ნ. ფიროსმანაშვილის (1962–63, ბრინჯაო, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), მ. გელოვანის (1963, მარმარილო , თიანეთი), გ. ლეონიძის (1974, ხე, პატარძეული), ა. შანიძის (1979, ბრინჯაო, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი; 1986, ხე, მოქანდაკის კუთვნილება), ტ. ტაბიძის (1982, ბაზალტი, ქ. ვანი), ი. ჭავჭავაძის (1987, ქვა, საგურამო), ლ. ასათიანის (1987, ბრინჯაო, ცაგერი) პორტრეტები. ა. წერეთლისა და ე. თაყაიშვილის მონუმენტები (1992, 1993, ორივე ბრინჯაო, თბილისი).