ალბოვიოდოქსა, ამფორიკარპოსი (Alboviodoxa, Amphoricarpos), ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.
ცნობილია მისი ერთი რელიქტური და ენდემური სახეობა – A. elegans; 15–40 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია. აქვს ლანცეტისებრი ფოთლები და მკრთალი ვარდისფერი ყვავილები. იზრდება აფხაზეთსა და სამეგრელოში მთის შუა და სუბალპ. სარტყლის კლდეებსა და ქვიან ფერდობებზე. დეკორატიულია, ამჟამად მისი გავრცელების არეალი ძალიან შეზღუდულია და იშვიათად გვხვდება. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“ მორფოლ.-სისტემატიკურად ა. უახლოვდება ბალკ. მთებში გავრცელებულ Amhoricarpos-ის გვარს. ამ ორი გვარის ვიკარიზმი (ანუ შემნაცვლელობა) მნიშვნელოვანი ფაქტორია კოლხ. და ბალკ. ფლორათა გენეზისისა და ისტ. კავშირის დასადგენად.
მ. სახოკია