ალგეთის წყალსაცავი, წყალსაცავი მდ. ალგეთის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) შუა დინებაში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ტბისის მიდამოებში.
საექსპლუატაციოდ გადაეცა 1983. წყლის სარკის ფართ. 2,3 კმ2, მოცულობა 65 მლნ. მ3, მაქს. სიგანე 1,2 კმ, სიგრძე 4,2 კმ. სანაპირო ხაზის სიგრძე 12,5 კმ. გამოყენებულია საირიგაციოდ.