იბერი (ნამდვ. გვარი – საღინაძე) ელდარ დავითის ძე (დ. 7. II. 1939, ქ. ცაგერი), ჟურნალისტი, მედიის მკვლევარი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2000).
1962 დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა, 1974 – ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლა მოსკოვში. 1963-1987 მუშაობდა საქართვ. სახტელერადიო კომიტეტში განყ-ბის გამგედ, მთ. რედაქტორად, სატელევიზიო პროგრამების მთავარი დირექციის მთ. დირექტორად, ტელერადიოკომიტეტის თავ-რის მოადგილედ. 1987-2018 ეწეოდა სამეცნ. და პედ. საქმიანობას თსუ-ის ჟურნალისტიკისა და სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტებზე, ასევე ერთხანს შეთავსებით ი.ჭავჭავაძის სახ. თბილ. ენისა და კულტურის სახელმწ. უნ-ტში.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი. არის არაერთი სამეცნ.-პრაქტ. კონფერენციის მონაწილე.
თხზ.: რადიოჟურნალისტიკა, თბ., 1996, 1999, 2003; მასობრივი კომუნიკაცია, თბ., 2003 (თანაავტ. რ. სურგულაძე); საქართველოს რადიოს ისტორია, თბ., 2009 (თანაავტ.: თ. მჟავანაძე და ნ. ტალახაძე); საქართველოს ტელევიზიის ისტორია, თბ., 2016. ელექტრონული მედიის პროგრამირება, თბ., 2018.
ლიტ.: საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2000.
თ. დოლიძე