ალექსანდრე მაკედონელის სტატერი, ალექსანდრე მაკედონელის სახელით ძვ. წ. IV ს-ში მოჭრილი ოქროს მონეტა (საშ. მასა 8,6 გ).
ასრულებდა საერთაშ. ფულის ერთეულის როლს. მონეტის ავერსზე გამოსახულია მუზარადიანი ათენას პროფილი, რევერსზე – ფრთოსანი ქალღმერთი ნიკე და ბერძნ. ზედწერილი: “Alexandru” ან „Basileōs Alexandru” („ალექსანდრესი“ ან „ალექსანდრე მეფისა“). ა. მ. ს. გავრცელებული იყო საქართველოშიც. აღმოჩენილია სოფ. ჭიორაში (ონის მუნიციპ.), სოფ. ბაბუშარაში (გულრიფშის მუნიციპ.), ფიჭვნარში (ქობულეთთან), სოფ. ვანში (ვანის მუნიციპ), მცხეთასა და სვანეთში.
ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.
გ. დუნდუა