ალექსანდროული, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში.
იზრდება საშ. ინტენსიურობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების 70–90%. მტევნის საშ. მასაა 90–100 გ. ყურძენი მწიფდება სექტ. ბოლოს. საშ. მოსავლიანობაა 50 – 60 ც/ჰა. გავრცელებულია ამბროლაურისა და ცაგერის რ-ნებში. როცა ყურძნის შაქრიანობაა 27 – 28%, მჟავიანობა კი 6 – 8 გ/ლ, აყენებენ მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს „ხვანჭკარას“ (ძირითადად სოფ. ხვანჭკარის მიკრორაიონში), ხოლო ნაკლებშაქრიანობისას (20 – 21%) - სუფრის ღვინო „ბარაკონს“ და „ალექსანდროულს“.
მ. რამიშვილი