ამაღლობელი რატი ბორისის ძე

რ. ამაღლობელი

ამაღლობელი რატი ბორისის ძე ბორისის ძე (დ. 30. III. 1977, თბილისი), პოეტი, ფილოსოფოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი. ლექსებს აქვეყნებს 1994-იდან. 2010–11 იყო ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ რედაქტორი, 2005–10 – საზ. რადიოს ლიტ. გადაცემა „ხმების ისტორიის“ წამყვანი; ატარებს ყოველკვირეულ ღია ლექციებს „წიგნის სახლში“. არის ავტორი ლექსების კრებულებისა: „ზმნა“ (2000), „თუ“ (2003), „წრე“ (2006), „ლექსები“ (2011), „ანგელარიუმი“ (2018), „წელიწადის დროები“ (2023). -ის პოეზია გამოირჩევა თემატური სიახლით, პოეტური ფორმის ნოვატორობით, მუსიკალობითა და ფრაზის სიმსუბუქით.

2006 მიენიჭა ლიტ. პრემია „საბა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის „წრე“.