ალექსიძე ლევან ანდრიას ძე (5. VII. 1926 თბილისი, – 1.VIII, 2019, იქვე), მეცნიერ-იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. საქართვ. მეცნ. აკად.აკადემიკოსი (2001, წ.-კორ. 1988), იურიდ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986).
დაამთავრა თბილ. სამხ.-საჰაერო სპეც. სკოლა (1944), თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1946), სსრკ მეცნ. აკად. სამართ. ინ-ტის ასპირანტურა (1950). 1950 – 70 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტზე.
1970–77 მუშაობდა გაეროს სამდივნოს (ნიუ-იორკი, ჟენევა) ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პასუხისმგებელ თანამშრომლად. 1977-იდან კვლავ თსუ-ის პროფესორი, 1978 – 90 – იქვე, იურიდ. ფაკ-ტის საბჭ. სამართ. საფუძვლებისა და საერთაშ. სამართლის კათედრის გამგე, 1991-იდან – საერთაშ. სამართლისა და საერთაშ. ურთიერთობათა ფაკ-ტის საერთაშ. სამართლის კათედრის გამგე, 1985-იდან – თსუ-ის პრორექტორი, 1992 – 93 – პირველი პრორექტორი.
იკვლევდა საერთაშ. სამართ. თეორიის პრობლემებსა და საქართვ. ისტ. საერთაშ.-სამართ. ასპექტებს. 1985 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია მონოგრაფიისათვის „საერთაშორისო სამართლის თეორიის ზოგიერთი საკითხი: იმპერატიული ნორმები“ (1982). ეწეოდა საზ.-პოლიტ. მოღვაწეობას. 1962–70, 1980–1991 საერთაშ. სამართ. მსოფლიო ასოციაციისა და საერთაშ. სამართ. საბჭ. ასოციაციის აღმასკომის წევრი.
1990 – 91 საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს წევრი, იურიდ კომისიის თავ-რე, 1992 – საქართვ. რესპ. სახელმწ. საბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავ-რე, 1993 – 2003 იდან საქართვ. სახელმწ. მეთაურის მთ. მრჩეველი საერთაშ. სამართ. დარგში.
თხზ.: საქართველო-რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობა XV – XVIII საუკუნეებში, თბ., 1983; გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, თბ., 1985; თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ., 1986: Некоторые вопросы теории международного права: Императивные нормы (jus cogens), Тб ., 1982.