ალექსიძე მერაბ ალექსანდრეს ძე

მ. ალექსიძე

ალექსიძე მერაბ ალექსანდრეს ძე (8. XII. 1930, თბილისი – 10. VII. 1993, იქვე), გეოფიზიკოსი და მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1988; წ.-კორ. 1983). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1967).

1955 დაამთავრა თსუ ფიზ. ფაკ-ტი. 1958–72 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გამოთვლით ცენტრში (ახლანდ. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტი). 1972–87 იყო საქართვ. მეცნ. აკად. გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, 1987–92 – დირექტორი, 1992-იდან – ამავე ინ-ტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 1969-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში. ა-ის გამოკვლევები ძირითადად ეხება გეოფიზ. და გამოთვლითი მათ. საკითხებს. მისმა მეცნ. შრომებმა დიდად შეუწყო ხელი გეოფიზიკაში (განსაკუთრებით გრავიმეტრიაში) თანამედროვე მათ. მეთოდების დანერგვას.

თხზ.: Редакция силы тяжести, Тб., 1965; Решение граничных задач методом разложения по неортогональным функциям, М., 1978; Гравитационная Модель коры и верхней мантии Земли, Киев, 1979 (თანაავტ. და თანარედაქტ.); Решение некоторых основных задач гравиметрии, М., 1985; Приближенные методы решения прямых и обратных задач гравиметрии, М., 1987; Решение некоторых основных прямых и обратных задач сейсмологии, Тб., 1990; Фундаментальные функции в приближенных решениях граничных задач, М., 1991.

ვ. ჯავრიშვილი