დანგი (არამეულად – მარცვალი), შუა საუკუნეებში ფულისა და მასის ერთეული ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში.
ქართ. წყაროებში დ., როგორც ფულის ერთეული, ცნობილია IX ს-იდან, ხოლო როგორც მასის ერთეული – XI ს-იდან. ქართ. ზომათა სისტემაში დ. უდრიდა დრამის მეოთხედს, XVII ს-მდე – 0,74 გ, ხოლო XVII–XVIII სს-ში – 0,77 გ.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 3, ნაკვ. 3–ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა- მეტროლოგია, თბ., 1996 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.9); ჯ ა ფ ა რ ი ძ ე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973.
გ. ჯაფარიძე