ალიგოტე

ალიგოტე

ალიგოტე, ფრანგული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში.

ნაყოფს იძლევა ყლორტების 90%. მტევნის საშ. მასა 125–130 გ. მწიფდება სექტ. I ნახევარში. საშ. მოსავლიანობა 90–100 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია მევენახეობის თითქმის ყველა რ-ნში. ტრანსპორტაბელურია.

საქართველოში მოჰყავთ იმერეთსა და ქართლში. ა-გან მზადდება მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო „მუხრანული“, რ-იც შეიცავს 10–11% ალკოჰოლს, მჟავიანობა ზომიერი (6–7%) აქვს. განთქმულია კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით. ა-ს იყენებენ შამპანური ღვინის მასალის დასამზადებლადაც. საფრანგეთში მისგან აყენებენ მასობრივი მოხმარების მსუბუქ თეთრ ღვინოს.

მ. რამიშვილი