ალოე

ალოე

ალოე (Aloe), საბრი, აზუა, მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შროშანისნაირთა რიგის ასფოდელუსისებრთა ოჯახისა (ხშირად აკუთვნებენ შროშანისებრთა ოჯახს).

აქვს გრძელი და შუბივით წამახული, ხორციანი, ხშირად ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული კიდეეკლიანი ფოთლები. 350-მდე სახეობა გავრცელებულია აფრიკაში მადაგასკარზე, არაბეთის ნ.-კ-ზე. საქართვ. სუბტროპ. რ-ნებში ძირითადად ხისებრ ა-ს (A. arborescens) აშენებენ. ა. სამკურნ. მცენარეა. მისი ფოთლების სქელი წვენი – საბრი, რ-იც ძველთაგანვე იხმარებოდა საქართველოში, კარგი სამკურნალო საშუალებაა. ნორჩი ფოთლების გამონაწვლილს ხმარობენ კანქვეშ შესაშხაპუნებლად თვალისა და სხვა დაავადების დროს. ა-ს წვნისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება გარეგან საშუალებად ჩირქგროვის, დამწვრობისა და კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. ა-ს აშენებენ ორანჟერეებსა და ოთახებში. 1950-იდან ა-ს აშენებდნენ ქობულეთის სამკურნ. მცენარეთა მეურნეობაში.