ალპური ჭვინტაკა [Laiscopus (Prunella) collaris], ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა.
გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდ.-დას. აფრიკის მთიანეთში. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ მცირერიცხოვანია. ბინადრობს სუბალპ. და ალპ. სარტყლებში, კლდეებში, ქვაღორღიან ადგილებში; თავს აფარებს შქერს, დეკას. ბუდეს იკეთებს მიწაზე, აპრილში დედალი დებს 3–6 (ჩვეულებრივ 3) კვერცხს, კრუხობა გრძელდება 12 დღ-ღ. იკვებება კენკრით, თესლით, მწერებით და ობობებით.
რ. ჟორდანია