ალპური კლუბი, ალპინისტთა (მთამსვლელთა) ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, მთასვლურ ღონისძიებათა მეთოდური და საორგანიზაციო ცენტრი.
პირველი ა. კ. დაარსდა ლონდონში 1857; მეფის რუსეთში პირველი ა. კ. დაარსდა 1877 (თბილისში). 1936 თბილისში გაიხსნა სსრკ-ში პირველი ა. კ. – საქართველოს ა. კ., რ-საც 1945 გამოჩენილი მთამსვლელისა და კლუბის ერთ-ერთი დამაარსებლის ალიოშა ჯაფარიძის სახელი მიეკუთვნა. კლუბი ექვემდებარება საქართვ. რესპ. სპორტის დეპარტამენტს და მუშაობს უშუალოდ მისი მთასვლური ფედერაციის ხელმძღვანელობით. აქვს თავისი წესდება, ემბლემა და ნიშანი. ა. კ. ეხმარება მთასვლურ სექციებს ექსპედიციების, სპორტ. ასვლებისა და ალპინიადების მოწყობაში; უზრუნველყოფს მთასვლურ ბანაკებს ინსტრუქტორთა კადრებით, სათანადო აღჭურვილობით; აგროვებს მეთოდურ მასალას მთიანი რ-ნებისა და მწვერვალების შესახებ, ზუსტად აღრიცხავს ასვლებს. საქართვ. ა. კ-ს აქვს სამაშველო სამსახური თბილისში, ყაზბეგსა და მესტიაში. ა. კ-ები არის აგრეთვე თბილისში (გ. ნიკოლაძის სახ. თსუ ა. კ., „კავკასიონი“, „იეტი“), ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და სხვ.
დ. გოზალიშვილი