ალუბლისძირა (Clitopilus prunulus), ქუდიანი სოკო ფირფიტოვანთა ოჯახისა.
აქვს თეთრი ან მოყვითალო ქუდი, შუაში ძაბრისებრად ჩაღრმავებული და ბორცვაკიანი. ქუდის ქვედა მხარეს ვარდისფერი ფირფიტებია. სოკო მოკლე თეთრ ფეხზე დგას. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში ზაფხულ-შემოდგომით.
საჭმელად იხმარება ახალმოკრეფილი.
ი. ნახუცრიშვილი