აძიკვი

აძიკვი, XI ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მანგლისის სამხრ.-დას-ით 20 კმ-ზე (თეთრიწყაროს მუნიციპ.), ისტ. ალგეთის ხეობაში. თლილი ქვის მოზრდილი ფილებით შემოსილი ერთნავიანი ეკლესია ორი მინაშენით. როგორც ისტორიული, ისე ძვ. ქართ. სახვითი ხელოვნ. თვალსაზრისით, საყურადღებოა ბარელიეფი, რ-იც დატანებულია ა-ის ეკლესიაზე მიშენებული ეგვტერის კედელში (1, 85 მ. X 0,85 მ, ბაზალტი, პირი ინახება საქართვ. სახელმწ. მუზეუმში). მასზე გამოსახულია ოთხი მამაკაცი (მკვლევართა ვარაუდით ‒ დიდებულები). ბარელ იეფს ოთხივე მხრივ შემოუყვება ასომთავრული წარწერა (პალეოგრაფიულად და შინაარსობრივად თარიღდება XII ს-ით); „ქრისტე, ადიდე შოთა და გამრეკელ და ბეშქენ და ვარაზბაკურ, ამენ. ქრისტე, შეიწყალე იჩქატ მონა...“ გამოთქმულია მოსაზრება, რომ წარწერაში მოხსენიებული პირები თორელთა საგვარეულოს წარმომადგენლები არიან (ნ. შოშიაშვილი), ხოლო შოთა ‒ შოთა რუსთაველი (პ. ინგოროყვა). ეკლესიაზევე ამოკვეთილია იურიდიული ხასიათის წარწერა (პირველი წარწერის თანადროული) ‒ ვარაზ ბაკურის მიერ ა-ის ეკლესიისათვის მიწის შეწირვის აქტი.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; ინგოროყვა პ., თხზულებათა კრებული შვიდ ტომად, ტ. 1, თბ., 1963; შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რისთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 1966.

ნ. შოშიაშვილი