აძიუბჟა

აძიუბჟა, სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდ. კოდორის მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ახალდაბა, ახივაა, ბალანი, ბაღლანი, დოპოუქითი, კუდრახუქი, წყურგილი, ჯობრია). ზ. დ. 40 მ, ოჩამჩირიდან 30 კმ. სოფელშია XIII ს. ეკლესია „მარმალაბაა“.

ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.