აძურა

აძურა, მდინარე აღმ. საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში, მეჯუდის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართ. 145 კმ². სათავე აქვს სამების ქედის (ხარულის ქედის განშტოება) აღმ. კალთაზე.

საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები ‒ ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 3,4 მ³/წმ.

ი. აფხაზავა