აწგარა

აწგარა, მთა ჩხალთის ქედზე, მდ. შოუდიდის (ჩხალთის მარჯვ. შენაკადი) სათავეში, სიმაღლე 2735 მ.

აგებულია იურული (ბაიოსური) პორფირიტებითა და ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით და ტუფ-ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი მწვერვალი და ფლატოვანი კალთები. ქვემო კალთებზე ალპ. მდელოებია.

დ. უკლება