ალუჩა

ალუჩა

ალუჩა (Prunus vachuschtii), მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე ტყემლოვანთა ქვეოჯახისა.

უეკლოა. მისი სიმაღლე 10–13 მ აღწევს. სითბოს მოყვარულია. გვხვდება ზ. დ. 500–700 მ-მდე. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. საადრეო სუფრის ხილია, აქვს თხელი და ნაზი კანი, ნაყოფის წვენს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს. საქართველოში უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. მოჰყავთ ა-ის 2 ჯიში - მეჩიბუხე და იმერული.

ნ. ბრეგაძე