აწყური

აწყური, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ხოდაშნის თემში (კაბეთის რეგიონი), მდ. ბერხევის (ალაზნის აუზი) ნაპირზე. ზ. დ. 580 მ, ახმეტიდან 16 კმ, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 10 კმ. 554 მცხ. (2014).

სოფელშია შინმოუსვლელთა მემორიალი.

სოფლის მახლობლად მაღალ გორაკზე აღმართულია შუა საუკ. ხუროთმოძღვრების ძეგლი ‒ „თეთრი გიორგის“ გუმბათოვანი ეკლესია. (ძველთაგანვე კახეთის სახელგანთქმული სალოცავთაგანი). გეგმით „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ნაგებობას ძალზე წაგრძელებული აღმ. და დას. მკლავები აქვს. აფსიდი ბემიანია. გუმბათი დაყრდნობილია კედლებთან შერწყმულ ოთხ ბოძზე, რ-ებსაც გუმბათქვეშ კაპიტელიანი პილასტრების ფორმა აქვს. შესასვლელი ორია და ორივე დას. მკკლავიდან. ძეგლი ბევრჯერ არის გადაკეთებული და რამდენიმე სამშენებლო ფენას შეიცავს. უძველესი ნაწილის რიყის ქვით ნაგები საკურთხეველია. თლილი ქვით მოპირკეთებული და რამდენიმე სამშენებლო ფენას შეიცავს. უძველესი ნაწილი რიყის ქვით ნაგები საკურთხეველია. თლილი ქვით მოპირკეთებული სწორკუთხა მკლავები X–XI სს. მიეკუთვნება. გუმბათი ამოყვანილია XIX ს-ში. ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილია. გარს არტყია ქვის მაღალი გალავანი, რ-შიც ერთადერთი შესასვლელი ჩრდ-იდან არის მოწყობილი. შესასვლელთან საცხოვრებელი და სხვადასხვა დანიშნულების შენობებია შეჯგუფებული.

ლიტ.: Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.

დ. თუმანიშვილი