აჭარისაღმართი

აჭარისაღმართი, სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (აჭარის არ), შავშეთის ქედის სამხრ. კალთის ძირას, მაჭახლისწყლის ხეობაში. მაჭახელის თემის ცენტრი (სოფლები: ა., ზედა ჩხუტუნეთი, სინდიეთი, სკურდიდი, ქედქედი, ქვედა ქოქოლეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ქოქოლეთი, ჩიქუნეთი, ცხემლარა). ზ. დ. 400 მ, ხელვაჩაურიდან 18 კმ. 404 მცხ. (2014).