აჭარის თევზსაჭერი ფლოტის სამმართველო, „საქთევზმრეწვის“ ქვედანაყოფი.
აჭარის თევზის მრეწვ. შეიქმნა 1929 სააქციო საზ-ბის „საქთევზმრეწვის“ ბაზაზე. 1930 „საქთევზმრეწვი“ გარდაიქმნა საქართვ. თევზის მრეწვ. სახელმწ. ტრესტად („საქთევზტრესტი“), რ-იც 1932-იდან რეორგანიზებულ იქნა თევზის მრეწვ. საწარმოდ – ბათუმის თევზის ქ-ნად (კომბინატად). 1940-მდე თევზსაჭერი ფლოტი შავი ზღვის სანაპირო ზოლში აწარმოებდა თევზჭერას. თევზის საშ. წლ. რეწვა 1000 ტ. არ აღემატებოდა. 1952 ბათუმის თევზის კომბინატის ბაზაზე შეიქმნა სახელმწ. სარეწი, რ-იც 1972 რეორგანიზებულ იქნა, XX ს. 90-იან წლებში კი გაუქმდა.
მ. ჯიბუტი