აჭარისწყალი, მდინარე აჭარაში, ჭოროხის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 90 კმ, აუზის ფართ.1540კმ² სათავე აქვს არსიანის ქედის დას. კალთაზე, გოდერძის უღელტეხილის ჩრდ-ით. სათავეში რიყეთისწყალი ეწოდება, მდ. ღორჯომისწყლის შესართავს ქვემოთ ა. მიედინება ვიწრო, ღრმა, ლამაზ, ტყიან ხეობაში. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვესა წყლით. მიწისქვეშა ჩამონადენი მთელი ჩამონადენის 30%-ს შეადგენს, თოვლისა ‒ 25%-ს, წვიმისა ‒ 45%-ს. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. ხარჯი 47,8 მ³/წმ. შენაკადებია: მარცხ. ‒ სხალთა, ჩირუხისწყალი, მერისი (აკვარეთა), ხოხნისწყალი; მარჯვ.‒ღორჯომისწყალი, ჭვანისწყალი, აგარისწყალი.
ა-ზე აგებულია აწჰესი.
ი. აფხაზავა