აჭარის წყლის ჰიდროელექტროსადგური

აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგური „აწჰესი“, (შპს), აშენებულია ქედის მუნიციპალიტეტში მდ. აჭარისწყალზე;

სადგური ამუშავდა 1937 ოქტ-ში. მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 16000 კვტ, ელექტროენერგიის საშ. წლ. გამომუშავება ‒ 1030, მლნ. კვტ.სთ, დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი ‒ 0,84, წყლის ხვედრითი ხარჯი 1 მეგვტ დადგმულ სიმძლავრეზე ‒ 3, 15 მ 3/წმ, მაქს. დაწნევა ‒ 47 მ.

ა. ჰ. დაკავშირებულია საქართვ. ენერგოსისტემასთან 110 კვ გადამცემი ხაზით. „აწჰესი“ მთლიანად ავტომატიზებულია. 2006-იდან შედის შპს „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ შემადგენლობაში. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შეადგენს (მლნ.კვტ-სთ): 1955 წ.‒67,5; 1960 წ. ‒84,3; 1965 წ.‒92,2; 1970 წ.‒98,5; 1975 წ.‒88,4; 1980 წ.‒79,9; 1985 წ.‒59,4; 1990 წ.‒63,1; 1995 წ.‒68,9; 2000 წ.‒50,3; 2006 წ.‒70,9; 2010 წ. ‒43,6; 2015 წ. ‒58,9; 2018 წ. ‒89,3; 2019 წ.‒77,5.

დ. ჩომახიძე