ახალდაბის განძი

ახალდაბის განძი - XVI ს. დასაწყ. ოსმალური ვერცხლის მონეტები (4 ც. ახჩა), ნაპოვნი 1952, ტაშისკარის არხის მშენებლობის დროს დაბა ახალდაბის (ბორჯომის მუნიციპ.) მახლობლად. მონეტები დათარიღებულია ჰიჯრით 918 (1512) და მოჭრილია ოსმ. სულთნის სელიმ I-ის (1512–20) სახელით. ეს ახჩები საქართვ. ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველაზე ადრეული ოსმ. მონეტებია. ა. გ. დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.

ლიტ.: ანთაძე მ., საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა XV–XVIII საუკუნეებში ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით, თბ., 1982.

მ. ანთაძე