ახალთესლი

ახალთესლი, საგაზაფხულო ქერის ქართული ჯიშ-პოპულაცია. თავთავი ორმწკრივიანი, მოჩალისფრო-ყვითელი, საშ. სიგრძისა და სიმკვრივისაა. ფხა უმეტესად ნაზი, გრძელი და დაკბილულია, მარცვალი–ელიფსური, კილშეზრდილი. ყვავილის კიდეები გლუვი, იშვიათად დანაოჭებულია, თანდათანობით გადადის ფხაში. 1000 მარცვლის მასა 34 – 45 გ. ა-ის ნათესებს საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს აღმ. საქართველოში და დას. საქართვ. ზოგიერთ რ-ნში. ა-ს იყენებენ საკვებად და ლუდის წარმოებაში.