„ახალი კვალი“

„ახალი კვალი“, ყოველკვირეული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი ს.-დ. მიმართულებისა.

გამოდიოდა 1915–16 ქუთაისში. რედ.-გამომცემელი - ს. ბახტაძე.

გაზეთში თანამშრომლობდნენ ფ. მახარაძე, ს. დადიანი, ი. ნიკოლეიშვილი, ვ. რუხაძე, ს. თავაძე, თ. ჭუმბურიძე, გ. ტაბიძე და სხვ. დაიხურა გენ.-გუბერნატორის განკარგულებით.

ი. ლორთქიფანიძე