ახალი მარაბდა

ახალი მარაბდა, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, (ქვემო ქართლის რეგიონი), ქვემო ქართლის ვაკეზე, მდ. ალგეთის მარცხ. მხარეს. მარაბდის თემის ცენტრი (სოფლები: ა. მ., ქოთიში, ძველი მარაბდა). ზ. დ. 530 მ, თეთრიწყაროდან 40 კმ. 173 მცხ. (2014).