„ახალი ნაკადი“, ყოველკვირეული გაზეთი. საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანო.
გამოდიოდა 1919 – 20 თბილისში [1919 წ. 13 აპრილიდან (№ 20) – „საქართველოს სინდიკალისტ მაშვრალთა კავშირის“ გაზეთი]. რედ. – სარედაქციო კოლეგია. თანამშრომლობდნენ: ბ. ქელბაქიანი, ი. ჩიტაია, ი. ვარაზაშვილი, ი. კანდელაკი, ს. გერსამია და სხვ.
ი. ლორთქიფანიძე.