„ახალი ფილმები“, ყოველთვიური ილუსტრირებული ჟურნალი, საქართვ. კინემატოგრაფიის სახელმწ. კომიტეტის სარეკლამო-საგამომცემლო განყ-ბის გამოცემა;
გამოდიოდა 1964-იდან თბილისში ქართ. ენაზე. პირველად გამოვიდა საინფორმაციო ბიულეტენის სახით ქართ. და რუს. ენებზე სხვადასხვა ტირაჟით. 1984-იდან კი გამოდიოდა როგორც ჟურნალი. სხვადასხვა დროს რედაქტორებად მუშაობდნენ ვ. გიუნაშვილი, ჭ. ამირეჯიბი, ჯ. თითმერია, თ. ჯავახიშვილი, ნ. დუმბაძე, გ. ქორქია, ს. ნიკოლეიშვილი, ვ. მჭედლიშვილი. ჟურნალში იბეჭდებოდა ლიტ.-პუბლიც. ნაწარმოებები თვალსაჩინო მსახიობებზე, რეჟისორებზე, სცენარისტებზე და სხვ. ყოველი ნომერი აწვდიდა მკითხველს მომავალი თვის ახ. კინოფილმების რეპერტუარს.
ვ. მჭედლიშვილი.