„ახალი ძალა“, ორკვირეული ჟურნალი, ეროვნულ-დემოკრატიული ახალგაზრდობის მთავარი კომიტეტის ორგანო, გამოდიოდა თბილისში 1918 – 19.
ხელს აწერდა სარედაქციო კოლეგია. ჟურნალი მიზნად ისახავდა ბრძოლის გაშლას ერის კეთილდღეობისათვის, რესპუბლიკის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობი- სათვის. დაბეჭდილია სტუდენტი ავტორების ბ. გორდეზიანის, ვ. ზაალიშვილის, გ. ფერაძის, გ. მერკვილაძის, ე. პატარაძისა და სხვათა სტატიები, რ-ებშიც ხაზგასმულია, რომ საქართველოს სრული პოლიტ. თავისუფლება მაშინ იქნება უზრუნველყოფილი, თუ ქვეყანა ეკონომიკურად აღორძინდება.
ერთ-ერთ გადაუდებელ ამოცანად დასახელებულია ეროვნული სიმდიდრის დაგროვება და მისი განვითარება. გამოქვეყნდა ე. მეგრელიშვილისა და ლ. მაჭავარიანის ლექსებიც.
დ. შანშიაშვილი.