„ახალი ხიდი“

„ახალი ხიდი“ („VENI KÖPRÜ“), ქართულ-თურქულენოვანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის გამომხატველი ყოველკვარტალური საერთაშორისო ჟურნალი.

დამფუძნებლები: „აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი“, (თურქული შპს) „იმედი“ და აბესალომ იმედაშვილი.

რედაქტორები: ა. იმედაშვილი, ე. დინდაროლი, შემდეგ – ფ. დემირი (2006 აპრილიდან).

გამოდიოდა 2002–12 წწ. დაარსდა გაზ. „ხიდის“ („KÖPRÜ“) ბაზაზე, რ-ის დაფუძნება საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში ახალი ერის დაწყების შედეგი იყო.

„ა. ხ.“ აშუქებდა საქართველო-თურქეთის საზოგადოებრივ-პოლიტ., სამეცნიერო-კულტურულ, რელიგიურ, ხელოვნების, სპორტის საკითხებს; აქვეყნებდა ქართველ და თურქ მოღვაწეთა ბიოგრაფიებს, სხვადასხვა თარგმანებს ქართ. თუ თურქ. ენებიდან, რელიგიათა შორის არსებული დიალოგების, მასალებს, ორი ერისა და ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობის ფაქტებს, ჰქონდა სპეციალური გვერდი ქართულ-თურქულ ლექსიკონზე და ა. შ. ვრცელდებოდა თურქეთში, თურქ საზ-ბას, იქაურ ქართველებს აწვდიდა საჭირო ინფორმაციას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

2012 წლის II კვარტალში „ა. ხ.“ უსახსრობის გამო დაიხურა.

ა. კოხრეიძე.