ახალკაცი შალვა ანდრიას ძე [3 (16). I. 1902, სოფ. დვანი, ახლანდ. ქარელის მუნიციპ-ი, – 31. XII. 1979, თბილისი], სამელიორაციო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართვ. დამს. ინჟინერი (1960).
1929 წარმოებისაგან მოუწყვეტლივ დაამთავრა საქართველოს პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი. 1924 – 26 მუშაობდა ზაჰესის მშენებლობაზე და „საქსახწყალპროექტში“. მისი მონაწილეობით დაპროექტდა ქვემო ალაზნის, ზემო სამგორის სარწყავი სისტემები (1941 – 45), ბულაჩაურის წყალსადენი (1946 – 77).
ა. 1962 – 77 მუშაობდა „საქსახწყალპროექტში“ მთავარ ინჟინრად და დირექტორის მოადგილედ. სხვადასხვა დროს იყო ენგურისა და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ექსპერტი და მშენებლობის კონსულტანტი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ე. მახარაძე