ახალი თერჯოლა (ყოფ. მწუხარელა), სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, (იმერეთის რეგიონი), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდ-ების ჩხარისა და ხაუჩის წყალგამყოფ სერზე, თერჯოლა–ტყიბულის საავტ. გზის მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ა. თ., ბოსელა). ზ. დ. 240 მ, თერჯოლიდან 5 კმ. 1,2 ათ. მცხ. (2014)