ახალიკი (ყოფ. აბანო), წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. კოხტა|კოხტას სახელწოდება 2012-მდე.
სოფელში დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი - შუა საუკ. დარბაზული ეკლესია. შემოსილია თლილი ქვის დიდი კვადრებით. აქვს სამი სარკმელი აღმ., დას. და სამხრ-იდან. სამხრ. სარკმელი კვეთილი ნახევრად წრიული სათაურითაა შემკული. აღმ. სარკმლის თავზე ამოკვეთილია ოთხკუთხედში ჩასმული ჯვარი. ეკლესია განაახლეს ჩამოსახლებულმა ბერძნებმა XIX ს. 30-იან წლებში, რის შედეგადაც დაიკარგა ქართ. წარწერები, დარჩა მხოლოდ ცალკეული ასოები. ჩრდ. კედელში, აღდგენის დროს, საფლავის ქვებიც გამოუყენებიათ. ეკლესიაში ხის კანკელია.
ლიტ.: Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913.