„ახალი სხივი“, ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მიმართულებისა.
გამოდიოდა თბილისში 1908 გაზეთ „ნაპერწკლის“ ნაცვლად. რედაქტორ-გამომცემელი – თ. ოთხმეზური. გაზეთის მთავარი რუბრიკებია: „ახალი ამბები“, „ტელეფონის მავთული“, „სპარსეთის ამბები“, „პროვინციის ქრონიკა“, „მუშათა შორის“, „კორესპონდენცია“, „რუსეთი“, „უცხოეთი“, „დეპეშები“ და სხვ. იბეჭდებოდა მხატვრული ნაწარმოებებიც, მ. შ. თარგმანები.
დაიხურა თბილ. გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით.
დ. შანშიაშვილი.