„ახალი წიგნი, წოდებული დარიგებად“, სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (XVIII ს. II ნახ.) პოლიტიკური პროგრამა.
გამოიცა მადრასში (ინდოეთი) 1772. ავტორი მოვსეს ბაგრამიანი მიზნად ისახავდა სომეხი ხალხის ეროვნ. თვითშეგნების ამაღლებას. მას მიაჩნდა, რომ სომეხი ხალხის განთავისუფლებისა და განვითარებისათვის საჭირო იყო ფეოდ. ურთიერთობათა გაუქმება და ბურჟ.-რესპ. წყობის დამყარება.
სომეხი ხალხის ერთადერთ ერთგულ მოკავშირედ თვლიდა მეზობელ საქართველოს და მოუწოდებდა მკითხველს სომხეთ-საქართველოს კავშირისაკენ. 1789 „ა. წ., წ. დ.“ ქართ. ენაზე თარგმნა გაიოზ რექტორმა (დაცულია სანქტ-პეტერბ. სალტიკოვ-შჩედრინის სახ. ბ-კაში, იოანე ბატონიშვილის ქართ. ხელნაწ. კრებულში).
მ. კატვალიანი.