ახალკაცი ნოდარ ფარსადანის ძე

ახალკაცი ნოდარ ფარსადანის ძე (2. I. 1938, თბილისი, –25. I. 1998, იქვე), სპორტსმენი (ფეხბურთელი) და მწვრთნელი.

1977 მიენიჭა სსრკ სპორტის ოსტატის, ხოლო 1981-ში – დამს. მწვრთნელის წოდებები. ფეხბურთის თამაში დაიწყო თბილ. „ნორჩ დინამოელში“ 1955. თამაშობდა თბილ. ასკ-ში (1957– 59) და „ლოკომოტივში“ (1960–66).

1967-იდან მუშაობდა მწვრთნელად. საქართვ. სპორტ-კომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი (1971 – 74). 1974 – 75 თბილ. „დინამოს“ გუნდის უფროსი, 1976–83 – უფროსი მწვრთნელი.

სსრკ ჩემპიონატებში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიპოვა ოქროს (1978), ვერცხლის (1977), სამჯერ ბრინჯაოს (1976 გაზაფხული, 1976 შემოდგომა, 1981) მედლები და ორჯერ (1976, 1979) ფლობდა სსრ კავშირის თასს.

იყო სსრ კავშირის ხალხთა VII სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი (1979).

მოიპოვა ევრ. ქვეყნების თასების მფლობელთა თასი (1981).

1982 მსოფლიო ჩემპიონატზე (ესპანეთი) სსრ კავშირის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი.

1985 – 86 კვლავ თბილ. „დინამოს“ უფროს მწვრთნელად მუშაობდა. 1990 აირჩიეს საქართვ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად.

1990–98 მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება (2011) ღირსების ორდენის კავალერი (2018).

გ. ქორქია