ახალკვირა, ახალკვირიაკე (პასექის განახლება, თომას კვირიაკე), ქრისტიანული დღესასწაული, დაწესებული აღდგომის მომდევნო კვირადღეს ქრისტეს ხელმეორედ გამოცხადების აღსანიშნავად.
ამ დღეს იესო ქრისტე გამოეცხადა თავის თერთმეტ მოწაფეს (მოციქულებს), მ. შ. თომა მოციქულსაც, რ-საც არ სჯეროდა უფლის მკვდრეთით აღდგომა. როცა უფალმა იარებზე შეახებინა ხელი, მაშინ თომამაც ირწმუნა (იოანე 20, 26).
ა-ის დღესასწაულის არსი გამოხატულია ქრისტეს ხელმეორედ გამოცხადება-ამაღლებით. ამ თემას ეძღვნება გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილია „ახალკვირიაკისათვის და სატფურებისათვის“, რ-იც ქართულად თარგმნეს ექვთიმე მთაწმიდელმა (X ს. II ნახ. – XI ს. დასაწყ.) და ეფრემ მცირემ (XI ს. II ნახ.).
საქართველოში ა. სინკრეტული ხასიათის დღესასწაულია. ქრისტ. ღვთისმსახურებაში შერწყმულია წარმართული კულტის ელემენტები.
ირ. სურგულაძე