ახალსოფელი, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის იწის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. კრიხულის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 720 მ, ამბროლაურიდან 1 კმ. 36 მცხ. (2014).
ა. წერილობით წყაროებში მოხსენიებულია XVIII ს. დასაწყისიდან.