ამბროლაური

ამბროლაური

ამბროლაური, ქალაქი (1966-იდან) დას. საქართველოში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს მდ-ების კრიხულისა და რიონის შესართავთან. ზ. დ. 560 მ, თბილისიდან 227 კმ (ონის გავლით), ტყიბულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 38 კმ. 2,0 ათ. მცხ. (2014).

ჰავა ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 11,2°C, იანვ. –0,3°C, აგვ. 22,1°C; აბსოლ. მინ –27°C, აბსოლ. მაქს. 40°C. ნალექები 1070 მმ წელიწადში.

ა-ს ძველად მეტეხარა ეწოდებოდა. ა. ამბროლისძეთა სამოსახლოს აღნიშნავს. წერილობით ისტ. წყაროებში ა. პირველად XVII ს-ში იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რ-ის კომპლექსიდან შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები და კოშკი (რესტავრირებულია 1988; არქიტ. მ. ბოჭოიძე). ეკლესიის ერთ-ერთ ლაპიდარულ წარწერაში მოხსენიებული იყო იმერეთის მეფე გიორგი III, მისი მეუღლე თამარი და შვილები: ალექსანდრე, როსტია და მამუკა.

მ. უთმელიძე

თ. ბერაძე

ე. ბაგრატიონი