„ახალ სკოლისაკენ“, პედაგოგიური ჟურნალი, საქ. სსრ განათლების სახ. კომისარიატის ორგანო.
გამოდიოდა 1924-იდან 1930 თებ-მდე ჯერ ორ თვეში ერთხელ, შემდეგ – ყოველთვიურად. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ : მ. ორახელაშვილი, რ. ნიკოლაძე, გ. ნათაძე და გ. გეხტმანი.
იბეჭდებოდა ნ. კრუპსკაიას, ა. ლუნაჩარსკის, ს. შაცკის ნაშრომები, ქართვ. პედაგოგების სტატიები, ქვეყნდებოდა უცხოური პედ. თეორიის და პრაქტიკის ამსახველი მასალები.
ჟურნალის ტირაჟი იყო 3200 ცალი.
დ. გურგენიძე.