ახალქალაქის მაზრა, ადმ.-ტერ. ერთეული რუსეთის იმპერიაში, შეიქმნა 1874 (გამოეყო ახალციხის მაზრას). ადმ. ცენტრი – ახალქალაქი.
მოიცავდა ახლანდ. ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. ფართობი – 2739 კმ² (1905), დასახლ. პუნქტი – 111, მოსახლეობა – 84, 2 ათ. კაცი (1906) – ქართველები, სომხები, ბერძნები, ქურთები და სხვ.; ქართველების ხვ. წ. აქ ჯერ კიდევ რუს.-ოსმ. 1828 – 29 ომის დროს შემცირდა, შემდგომში თვითმპყრობელობის ანტიქართ. პოლიტიკის შედეგად კიდევ უფრო დაიკლო. მაჰმადიან ქართველთა დიდი ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა. მათ ადგილზე ჩამოსახლდნენ ოსმალეთიდან დევნილი ქრისტიანი სომხები, ბერძნები და სხვ.
ა. მ. გაუქმდა 1930.
ო. ჟორდანია